19 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
შესაძლო ზეწოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე - იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკვლევის დაწყებას არ აპირებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ მოკვლევას არ დაიწყებს. ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, მიხეილ ჩინჩალაძისა და ქართული ოცნების დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ეჭვის საფუძველს საბჭოს მდივანი ვერ ხედავს, ვერც ჩინჩალაძისა და ზარდიაშვილის ნათესაური კავშირის გამო.

ჩინჩალაძისა და ზარდიაშვილის ნათესაური კავშირი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლიანი შესწავლის მნიშვნელობაზე მიუთითებენ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილისთვის დამატებით ეჭვებს მესამე ინსტანციის გადაწყვეტილება აჩენს, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2-ის საქმე დახურულ რეჟიმში იხილება.

რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ღირებულად არ თვლიან არც მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ და ადვოკატებმა გასულ კვირას გაავრცელეს.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები