ენმ-ის წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი, რუსთავი2-ის საქმეზე დასავლეთის რეაგირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ დასავლეთის გზავნილები დროულად უნდა გაითვალისწინოს.
ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„დასავლეთში გაკეთებულ განცხადებები ეჭვგარეშე ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება დღეს რეალურად ცდილობს რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და, რომ ამას ექნება სერიოზული შედეგები ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. თუ ხელისუფლება არ შეისმენს ამ გზავნილებს, ძალიან საშიში და სავალალო იქნება ეს ქვეყნისთვის. დაახლოებით ერთ წელიწადში შეფასებები ქვეყნის დემოკრატიულ კურსთან დაკავშირებით უფრო მძიმე შეფასებები დაიდება,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.