რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესსა და საქართველოში მედია პლურალიზმის შესახებ პოლიტიკოსები კომენტარს აკეთებენ. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სამაუწყებლო კომპანიის საქმე კერძო სუბიექტებს შორის დავაა.
„რუსთავი 2 9 წლის განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა, იცვლებოდნენ მისი მფლობელები, ისინი ერთმანეთს ედავებიან. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,"- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
პლატფორმა ახალ საქართველოში კი მიაჩნიათ, რომ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს
„საუბარი იმაზე, რომ ეს დაცლილია პოლიტიკური მანიპულაციებისგან, სასაცილოა. ეს პროცესი კონტროლდება. იმედი მაქვს, ხელისუფლებას რაღაც დონის საზრიანობა ეყოფა, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად დისტანცირება გააკეთოს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.