19 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
"ველით ამ გადაწყვეტილებას ისე, როგორც ქართველი ხალხი" - სამანტა პაუერი რუსთავი 2-ის შესახებ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელის, სამანტა პაუერის ცნობით, ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოსწონთ ის, რასაც მათზე მედია საუბრობს. თუმცა, დემოკრატიული ქვეყანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება და ასევე, მედია პლურალიზმი.

"ჩვენ განვიხილეთ ეს საქმე. მეც ხაზი გავუსვი დ ქართულმა დელეგაციამაც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს ხელშია. რა თქმა უნდა, დემოკრატიის გაღრმავება საჭიროებს სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. ველით ამ გადაწყვეტილებას ისე, როგორც ქართველი ხალხი.

"ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს პლურალიზმი, ბევრი ხმა, შეიძლება ზოგის მოსმენა არ მოგწონდეს, მაგრამ პოლარიზებულ სამყაროში მხოლოდ მეპატრონის ხმა არ უნდა ისმოდეს. ეს ყოველთვის მთავრდება იმით, რომ ცუდი ხალხი წინა პლანზე ინაცვლებს. მედიის თავისუფლება და ოპოზიციური ხმების შენარჩუნება ეთერში კრიტიკულად მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა სამანტა პაუერმა. 

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

დღის ამბები