24 დეკემბერი 2024,   07:45
ვრცლად
სახალხო დამცველი სამართალდამცველების მიერ ჩადენილ ადამიანის უფლებების დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას

რამდენად დაცულია საქართველოში ადამიანის უფლებები? - ამის შესახებ 2016 წლის ანგარიშს წარადგენს სახალხო დამცველი სასტუმრო ჰოლიდეი ინში. ნანუაშვილი საკუთარ ანგარიშში მკაცრად აკრიტიკებს ძალოვან უწყებებს და მის ანგარიშში შსს-ს სისტემაში არსებულ დარღვევებს რამდენიმე გვერდი ეთმობა.

ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთანაც ისაუბრა.

„ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება და ზოგადად სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიება. შეიძლება ითქვას, რომ შემცირდა სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მომართვიანობა, თუმცა პარალელურად მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია პოლიციის განყოფილებებიდან. ერთ-ერთი პრობლემა კვლავ არის ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის გამოვლინებები, რომლებიც მიმდინარე წელსაც კვლავ იყო აქტუალური და კვლავ პრობლემად ითვლება,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც.

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი, ვახუშტი მენაბდე, ყურადღებას ამახვილებს ასევე ანგარიშში მოხვედრილ რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებული პრობლემებსა და შრომითი უფლებებისა და შრომის ინსპექციის არ არსებობას.

სახელისუფლებო გუნდი კი მათ მიერ გაწეულ ძალისხმევასა და ადამიანის უფლებებზე ორიენტაციაზე ამახვილებენ ყურადღებას. ჟურნალისტებთან ამ თემაზე დეპუტატმა ეკა ბესელიამ ისაუბრა.

„ბოლო წლებში მიმართულმა ძალისხმევამ ჩვენ მოგვცა კარგი შედეგი და ამ მხრივ დღეს საქართველოს შეუძლია, თქვას, რომ სწრაფი რეფორმები განახორციელა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები