19 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმე სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა

სახალხო დამცველი 2016 წლის ანგარიშში მედიასთან არსებულ პრობლემებზე წერს. უჩა ნანუაშვილი საარჩევნო წელს დაბალანსებულ მედიაზე საუბრობს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ რუსთავი2-ის პრობლემები მაინც დღის წესრიგში იდგა.

„მართალია, გასულ წელს მოხდა დარღვევები რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ეტაპზე, მაგრამ მიმდინარე წელს გრძელდებოდა სასამართლო პროცესი და საქმე გადაეცა უზენაეს სასამართლოს. ამდენად, ამ წელს ნაკლებად იყო ჩვენი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ის შედეგები, რომელიც შესწავლამ ცხადყო. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება და შემდგომ ანგარიშებში საერთოდ აღარ იქნება საუბარი ასეთი სახის პრობლემებზე,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სახელისუფლებო გუნდი კი კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასა და საკუთრების თავისუფლებაზე საუბრობს და სასამართლოს გადაწყვეტილებას დალოდებას ურჩევს ყველას.

„კონსტიტუცია იცავს თანაბრად გამოხატვის თავისუფლებასა და საკუთრების უფლების, ასევე იცავს სასამართლო ხელისუფლების ჩაურევლობის პრინციპს. ან პრინციპების უნდა მივყვეთ და დაველოდოთ და მივცეთ სასამართლოს საშუალება მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები