01 ოქტომბერი 2024,   11:32
ვრცლად
პატრიარქის ექიმები ილია მეორეს სამკურნალოდ გერმანიაში გამგზავრებას ურჩევენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ექიმები მკურნალობის გერმანიაში გაგრძელებას ურჩევენ, თუმცა ამ ეტაპზე  ილია მეორე უარს აცხადებს ქვეყნის დატოვებაზე. როგორც რუსთავი 2-ს პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა,  ილია მეორეს ვირუსული ინფექციის ფონზე ნაღვლის ბუშტის ანთება განუვითარდა.

ამ ეტაპზე პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, თუმცა იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმები აცხადებენ, რომ გერმანიაში გამგზავრება ქირურგიული ჩარევისგან ტავის არიდების მიზნით ურჩიეს.  

დღის ამბები