19 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ "რუსთავი2"-ის საქმეს ანტიკონსტიტუციურ რეჟიმში იხილავს-ნიკა გვარამია

„საკონსტიტუციო სასამართლომ  დაადასტურა, რომ რუსთავი2-ის საქმეს ანტიკონსტიტუციურ რეჟიმში იხილავს“- ეს განცხადება, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოცხადებულ იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის რამდენიმე ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო.

„დღეს დადასტურდა, რომ რუსთავი 2-ის საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო ცოტა უცნაურად და პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ანტიკონსტიტუციურ რეჟიმში იხილავს. რუსთავი 2-ის საქმე დიდი ხნის დამთავრებული უდნა იყოს და დღევანდელი მისი განხილვა არის აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური პროცედურა, როგოც თვითონ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა.

"საკონსტიტუციო სასამართლოს ჯობდა ემსჯელა იმ კანონის ანტიკონსტიტუციურობაზე და მერე ცალკეულ მოსამართლეებს გამოეყენებინათ ან არ გამოეყენებინათ ეს კანონი. სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო თვითონ შევიდა წინმსწრებად მისსავე მოგვიანებით გამოტანილი გადაწყვეტილების წინააღმდეგ ჩიხში,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები