24 დეკემბერი 2024,   07:40
ვრცლად
სასამართლო არ თვლის პრობლემად, მოძალადე იყოს გარეთ - მშვენიერაძე გაჩეჩილაძის გათავისუფლებაზე

სასამართლოს მიერ რატი გაჩეჩილაძესთან დაკავშიერებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე კითხვის ნიშნები აქვს სამოქალაქო სექტორს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიაზე თავდასხმა ეს ძალადობა იყო, რაც აღმკვეთი ღონისძიების სახით უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებდა.

მათივე თქმით, აუცილებლად დასადგენია დანაშაული ერთმა პირმა ჩაიდინა, თუ ეს იყო ჯგუფური თავდასხმა, როგორც ამას დაზარალებული მხარე ამტკიცებს.

„ეს დანაშაული ჩადენილია ძალადობით, რაც გაცილებით მაღალ სასჯელს ითვალისწინებს და რაც ყველაზე მთავარია, სასამართლომ მსგავსი მუხლით წაღებული საქმის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა მიეღო და გაეთვალისწინებინა, რომ ბატონი გაჩეჩილაძე არ თვლის, რომ რაც დააშავა, ეს არის პრობლემა. მისი თავისუფლებაში დატოვება, ეს არის პასუხი დანარჩენი საზოგადოებისთვისაც, რომ სასამართლო არ თვლის პრობლემად, რომ მოქალაქე, რომელიც ძალადობს სხვებზე ფიზიკურად, იყოს გარეთ,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები