24 დეკემბერი 2024,   07:36
ვრცლად
სასამართლო სისტემის გამოწვევები და კრიტიკა არასამთავრობო სექტორის მხრიდან

სისტემაში არსებულ გამოწვევებზე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსამართლეთა კონფერენციაზე ისაუბრეს, სადაც 2016 წელი შეაჯამეს. ხელმძღვანელი პირები ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მოსამართლეების სიმცირეს ასახელებენ.

შეხვედრისას გამოეხმაურნენ იმ ხმაურიან სადავო საკითხებსაც, რის გამოც, სასამართლო ხელისუფლება გასულ წელს კრიტიკის ობიექტად არაერთხელ იქცა.

სასამართლოს ხელმძღვანელი პირები და მოსამართლეთა ნაწილი მოსამართლეების შერჩევის გაუმჭვირვალე წესთან დაკავშირებულ შენიშვნას არ იზიარებენ. ასევე, არასამთავრობო სექტორის ეჭვებს არ ეთანხმებიან და შენიშვნებს არც სასამართლო სისტემაში პოლიტიკური გავლენების შესახებ იღებენ.

სამოქალაქო სექტორში კი ფიქრობენ, რომ სისტემაში არსებულ ხარვეზებს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მიღებული ცვლილებები შეამცირებს, თუმცა გამოწვევებს ვერ აღმოფხვრის.

პარლამენტმა ახალი რეგულაციები რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა. ცნობილია, რომ საქმეთა ელექტრონული განაწილება, პირველ ეტაპზე, საპილოტე რეჟიმში რუსთავის სასამართლოში ამოქმედდება.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე. 

დღის ამბები