07 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ მძიმე ვითარებაა - ავდეევკის მიმართულებით ცეცხლი არაერთხელ გახსნეს

აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ მძიმე ვითარებაა. ანტიტერორისტული სამსახურის ცნობით პრო რუსმა მეამბოხეებმა ავდეევკის მიმართულებით გრადის ტიპის სარაკეტო სისტემიდან არაერთხელ გახსნეს ცეცხლი. პეტრო პოროშენკო ვითარების დაძაბვაში მოსკოვს ადანაშაულებს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას დაუშვებლად მიიჩნევს. რეგიონში ვითარების გამწვავების გამო შეშფოთება გამოთქვეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოში. მათ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტყისკენ მოუწოდეს. 

დღის ამბები