06 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
"კახეთში წელს განსაკუთრებული შემოდგომაა, აქედან გამომდინარე, ეს დღესასწაულიც განსაკუთრებულად აღინიშნება" – ლაგოდეხი "ჰერეთობის" დღესასწაულს აღნიშნავს

ლაგოდეხი "ჰერეთობის" დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტყე-პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა, კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება მიმდინარეობს.

წარმოდგენილია თეატრალიზებული საშემოდგომო კუთხეები, ადგილზე მისულ სტუმრებს ადგილობრივი მეწარმეების დამზადებული ღვინო, არაყი და ტრადიციული კერძები შეუძლიათ დააგემოვნონ. ლაგოდეხის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების შემდეგ, გაიმართება გალაკონცერტი.

ადგილობრივებს დღესასწაული პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიულოცა.

"დღეს ლაგოდეხის რაიონში აღინიშნება "ჰერეთობა" - ამ მშვენიერი კუთხის დიდი დღესასწაული, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები არიან გაერთიანებულნი, ლაგოდეხის რაიონი ამით განსაკუთრებულია - რაიონი, სადაც იმერლები, რაჭველები ერთად არიან და ქმნიან ამ კუთხის დოვლათს.

კახეთში წელს განსაკუთრებული შემოდგომაა, აქედან გამომდინარე, ეს დღესასწაულიც განსაკუთრებულად აღინიშნება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები