16 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
"არ ვიცი, ამ ქარდებს ვინ წერს, საელჩოს რომელი თანამშრომელი, მაგრამ ვურჩევდი აშშ-ის საელჩოს, საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციას დააკვირდეს" - შალვა პაპუაშვილი

არ ვიცი, ამ ქარდებს ვინ წერს, საელჩოს რომელი თანამშრომელი, მაგრამ ვურჩევდი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციას დააკვირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ მეორე ქარდს რაც შეეხება, რომელშიც სულ სამი სიტყვა იყო – დემოკრატიები არ კრძალავენ ოპოზიციას, ეს აბსოლუტური დეზინფორმაციაა. წიგნების და კვლევების წაკითხვა არის საჭირო. ახლახან, ამ დღეებში, ბუნდესტაგში მზადდება კონსტიტუციური სარჩელი, რომელსაც ამზადებენ სახელისუფლო პარტიები, რომ მიმართონ გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა აკრძალოს გერმანიაში სიძლიერით მეორე პარტია, ოპოზიციური პარტია. არ ვიცი, ამ ქარდებს ვინ წერს, საელჩოს რომელი თანამშრომელი, მაგრამ ვურჩევდი ამერიკის საელჩოს რომ საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციას დააკვირდეს",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები