21 დეკემბერი 2024,   17:18
ვრცლად
"ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩვენი ტერიტორია რუსეთს ჩააბარა, დღეს უტიფრად ცდილობს, "ქართულ ოცნებას" რაღაც პრეტენზიები წაუყენოს" - შალვა პაპუაშვილი

ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩააბარა ჩვენი ტერიტორია რუსეთს, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთს სთავაზობდა აფხაზეთის გაყოფას, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც წამების სისტემა შექმნა ამ ქვეყანაში, დღეს უტიფრად ცდილობს, რომ "ქართულ ოცნებას" რაღაც პრეტენზიები წაუყენოს, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

ის აცხადებს, რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ჩააბარა საქართველოს ტერიტორიები რუსეთს.

"დღეს ვართ მოწმე იმის, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩააბარა ჩვენი ტერიტორია რუსეთს, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთს სთავაზობდა აფხაზეთის გაყოფას, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც წამების სისტემა შექმნა ამ ქვეყანაში, ქართველისთვისაც, აფხაზისთვისაც, ოსისთვისაც და ყველასთვის, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ეს პოლიტიკური ძალა, დღეს უტიფრად ცდილობს, რომ "ქართულ ოცნებას" რაღაც პრეტენზიები წაუყენოს. ჩვენი მიზანი არის ერთიანი საქართველო, ერთიანი საქართველო გულისხმობს მის საერთო საზღვრებს. ეს ამორალური კამპანია, თითქოს დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ა.შ. ხალხისგან, რომელმაც დამოუკიდებლობა აღიარა კი არა, ქვეყანას ყოფდნენ, მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ სთავაზობდა მედვედევს აფხაზეთის გაყოფას და მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, პირდაპირ ჩააბარეს რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აფხაზეთში, იმით, რომ ზემო აფხაზეთი დაარქვეს ჩვენ ტერიტორიებს და ჩააბარეს ცხინვალის რეგიონში," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ინფორმაციას, თითქოს "ქართული ოცნება" ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით აპირებს. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი წერს, რომ "არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება."

 

 

 

დღის ამბები