07 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
სპეცოპერაცია ბერლინში -სამართალდამცავებმა ISIS-თან კავშირში ეჭვმიტანილები დააკავეს 

გერმანელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად  ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ბერლინში ჩატარდა.

პოლიციამ დაკავებულთა სახლებიც გაჩხრიკა და ადგილობრივი მეჩეთიც შეამოწმა.

წინასწარი ინფორმაციით სამივე დაკავებულს კავშირი აქვს იმ ტერორისტთან, რომელმაც ბერლინში 2016 წლის ბოლოს საშობაო ბაზრობაზე ტერაქტი განახორციელა.

დღის ამბები