07 ოქტომბერი 2024,   08:17
ვრცლად
საიმიგრაციო აკრძალვები - ფედერიკა მოგერინი დონალდ ტრამპის განკარგულებას აკრიტიკებს

ფედერიკა მოგერინი დონალდ ტრამპის განკარგულებას აკრიტიკებს, რომელიც შეერთებულ შტატებში 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს შესვლას დროებით უკრძალავს. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპმა სადავო გადაწყვეტილება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს მიიღო.

მისი თქმით, 27 იანვარი ის დღეა, როდესაც საზოგადოებამ ყველა სახის დისკრიმინაცია უნდა დაგმოს. ფედერიკა მოგერინიმ ტრამპს ურჩია ყურადღება მიაქციოს იმას, რაც დღეს შეერთებულ შტატებში ხდება.

ერთი კვირაა ამერიკის ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. სამი შტატის გენერალურმა პროკურორებმა საემიგრაციო აკრძალვის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები შეიტანეს.

დღის ამბები