07 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
მრავალ ათასიანი აქცია რუმინეთის დედაქალაქში პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

მრავალ ათასიანი აქცია რუმინეთის დედაქალაქში პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის 2 პოლიციელი, არიან დაკავებულებიც.

ბუქარესტში 130 ათასი დემონსტრანტი მთავრობის მიერ გაცემული ახალი დეკრეტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომლის მიხედვითაც გარკვეული კორუფციული დანაშაულებების დეკრიმინალიზაცია ხდება.

დედაქალაქის პარალელურად აქციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. მომიტინგეები ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.

დღის ამბები