07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
აშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივანი ჰყავს

შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ​გახდა. ტილერსონის კანდიდატურას სენატმა 56 ხმით 43-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

კომპანია ექსონ მობაილის 64 წლის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ფიცი ბიბლიაზე დადო.

ახალ სახელმწიფო მდივანსა და მის მეუღლეს პრეზიდენტმა მიულოცა. ტრამპის განცხადებით, ამ რთულ პერიოდში შეერთებული შტატები მშვიდობასა და სტაბილურობას მიაღწევს.

დღის ამბები