07 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყება დაამტკიცა

ორ დღიანი დებატების შემდეგ ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყება პირველი მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 498 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი წავიდა 114, მათ შორის შოტლანდიის ნაციონალური პარტია და ლიბერალ-დემოკრატები.

კენჭისყრა პარლამენტში მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც უზენაესმა სასამართლომ ხელისუფლებას ლისაბონის შეთანხმების 50-ე პუნქტის ამოქმედება და ბრექსითის მოლაპარაკების დაწყება საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერის გარეშე აუკრძალა. 

დღის ამბები