07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
"ის თქვენ გატყუებთ"-ევროპარლამენტში ტრამპის მხარდამჭერი განცხადების გამო ბრიტანელ დეპუტატს საპროტესტო პლაკატი გაუშალეს

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ბრიტანელ დეპუტატს ნაიჯელ ფარაჯს საპროტესტო პლაკატი გაუშალეს.

სხდომაზე დეპუტატების უმეტესობამ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიმიგრაციო აკრძალვის გამო მკაცრად გააკრიტიკა, თუმცა ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის ყოფილი ლიდერი კოლეგების პოზიციას არ დაეთანხმა.

ამის გამო ფარაჯის უკან ბრიტანელმა დეპუტატმა სებ დენსმა პლაკატი გაშალა წარწერით: "ის თქვენ გატყუებთ."

პროტესტის მიუხედავად, ბრიტანელ პოლიტიკოსს სიტყვით გამოსვლა არ შეუწყვეტია.

დღის ამბები