07 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
პოპ ვარსკვლავი ბიონსე ტყუპებს ელოდება

პოპ ვარსკვლავი ბიონსე ფეხმძიმედაა და ტყუპებს ელოდება. 35 წლის მომღერალმა და მისმა მეუღლემ ჯეი ზიმ ამის შესახებ ინსტაგრამის სოციალურ ქსელში დაწერეს და ფოტოც გამოაქვეყნეს.

წყვილი აცხადებს, რომ ორმაგად გახარებული არიან იმის გამო, რომ მათ ოჯახს კიდევ ორი წევრი შეემატება.

ბიონსემ და ჯეი ზიმ თაყვანისმცემლებს კეთილი სურვილებისთვის მადლობაც გადაუხადეს. როდის ელოდება მომღერალი ტყუპს, ჯერჯერობით უცნობია.

წყვილს უკვე ჰყავს ერთი ქალიშვილი, რომელიც ახლახანს 5 წლის გახდა.

დღის ამბები