07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარების ესკალაციის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა პირველი განცხადება გააკეთა

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარების ესკალაციის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა პირველი განცხადება გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლებას ევროპელი პარტნიორების თვალში თავის აგრესიის მსხვერპლად წარმოჩენა და თანხების გამოძალვა სურს.

ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა ბუდაპეშტში, უნგრეთის პრემიერმინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

დონბასში განვითარებულ მოვლენებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. დონალდ ტუსკმა ოფიციალურ მოსკოვს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით პრო რუს სეპარატისტებზე ზეგავლენის მოხდენისკენ მოუწოდა.

ვითარების ესკალაციაში კონფლიქტის მხარეები ამ დრომდე ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დღის ამბები