07 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
თავდასხმის მცდელობა პარიზში ლუვრის მუზეუმზე

პარიზში ლუვრის მუზეუმზე თავდასხმა აღკვეთეს. დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელსაც ხელში ჩემოდანი ეჭირა მუზეუმში შესვლა სცადა. გავრცელებული ცნობით, ის ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ყვიროდა. მუზეუმის დაცვის წევრმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა.

სროლის შედეგად ის მძიმედ დაიჭრა. სამართალდამცველებმა შეამოწმეს ეჭვმიტანილის ჩემოდანი, თუმცა შიგნით ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.

მომხდარის გამო ლუვრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. დროებით დაიხურა ახლოს მდებარე მეტროს სადგურები.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მუზეუმთან არსებულ ვითარებას სერიოზულს უწოდებს და მასშტაბურ ოპერაციას ატარებს.

დღის ამბები