07 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
ავდეევკაში პრორუსმა სეპარატისტებმა იერიში სტადიონზე მიიტანეს, დაიბომბა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც

დონბასში ღამით კვლავ სროლის ხმა ისმოდა. ავდეევკაში პრორუსმა სეპარატისტებმა იერიში სტადიონზე მიიტანეს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი და თავშესაფარია გახსნილი. დაიბომბა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც. გავრცელებული ცნობით, დაიღუპა ორი ადგილობრივი.

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბში აცხადებენ, რომ მსხვერპლი მოჰყვა სეპარატისტების იერიშებს სამხედროების მხრიდანაც. მათ 4 ჯარისკაცი დაკარგეს.

დონბასში შექმნილი ვითარება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელშიც პირველად მიიღო მონაწილეობა შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა. მან დაგმო რუსეთის ქმედებები და მოსკოვს უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა.

დღის ამბები