07 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების ფაქტს არ ადასტურებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების ფაქტს არ ადასტურებს. თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, ფინანსთა დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკულ კომპანიებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისგან ელექტრო საქონლის შესატანად ლიცენზიის მიღების უფლებას ანიჭებს, არ ნიშნავს რომ ამ უწყების მიმართ ვაშინგტონი სანქციებს აუქმებს.

შონ სპაისერის თქმით, ფინანსთა დეპარტამენტი შეზღუდვების დაწესების შემდეგ მსგავსი სახის ცვლილებებს რეგულარულად ახორციელებს.

დონალდ ტრამპმაც ასევე უარყო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა.

დღის ამბები