07 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
დონალდ ტრამპის საემიგრაციო აკრძალვებს აქციები მოჰყვა

7 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც დონალდ ტრამპის საიმიგრაციო აკრძალვა შეეხოთ, შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება კვლავაც ექნებათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება სიეტლის ფერედალურმა სასამართლომ მიიღო.

საიმიგრაციო აკრძალვასთან დაკავშირებით სიეტლის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება პირველია, რომელიც შეერთებული შტატების მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება. უწყება საიმიგრაციო აკრძალვის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მის გაუქმებას ითხოვს.

ბრძანება, რომელსაც დონალდ ტრამპმა გასულ კვირას მოაწერა ხელი, დევნილების მიღების პროგრამას 120 დღით აჩერებს, 7 ქვეყნის - ერაყის, სირიის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებს კი 90 დღის განმავლობაში ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ამ პერიოდში ვიზა უკვე 100 ათასამდე ადამიანს გაუუქმეს.

დემონსტრანტებმა ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება ცეკვით გამოხატეს. დონალდ ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებენ ევროპელი ლიდერებიც. საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას მალტაში, ევროკავშირის სამიტზე, კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ.

აშშ-ის პრეზიდენტი დღეს უკრაინელ კოლეგას, პეტრე პოროშენკოს, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს დაელაპარაკება. 

 

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი 







დღის ამბები