07 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა, 7 კი დაშავდა

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ანტიტერორისტული შტაბის ცნობით, პრორუსმა სეპარატისტებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 115-ჯერ გახსნეს.

ამის შედეგად დაიღუპა 3 სამხედრო, 7 კი დაშავდა. საბრძოლო მოქმედებები ქალაქ ავდეევკაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებას აფერხებს.

შეტაკებების განახლების შემდეგ ქალაქი 250-მდე მცხოვრებმა დატოვა. დონბასში ვითარების ესკალაციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტიც.

პეტრო პოროშენკომ განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.  

დღის ამბები