07 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
ბელორუსის ლიდერი რუსეთს აკრიტიკებს და პოლიტიკურ თავდასხმაში ადანაშაულებს

ბელორუსის ლიდერი რუსეთს აკრიტიკებს და პოლიტიკურ თავდასხმაში ადანაშაულებს. განცხადება ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ლუკაშენკოს თქმით, ქვეყნისთვის ისტორიული წარსული და დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსული ნავთობი.

პრეზიდენტის თქმით, ის ადეკვატურ პასუხს გასცემს რუსეთის გადაწყვეტილებას, ბელარუსთან სასაზღვრო ზონის მოწყობასთან დაკავშირებით.

ბელორუსის ლიდერის შეფასებით, რუსეთს ეშინია, რომ ოფიციალური მინსკი დასავლეთისკენ გადაიხრება, ამიტომ ნავთობის ექსპორტის განახევრებით დაემუქრა. 

დღის ამბები