07 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
აშშ ირანს საერთაშორისო ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ სპონსორად მიიჩნევს

შეერთებული შტატები ირანს საერთაშორისო ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ სპონსორად მიიჩნევს. განცხადება ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა გააკეთა.

ჯეიმს მატისის თქმით, ოფიციალურ თეირანთან არსებული პრობლემების მიუხედავად, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული კონტინგენტის გაზრდის აუცილებლობას ვერ ხედავს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს, ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო, ორი დღის წინ ახალი სანქციები დაუწესა. შავ სიაში კი დამატებით 13 ადამიანი და 12 კომპანია შეიყვანა. 

დღის ამბები