07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
აფეთქება ლუგანსკში - პრორუსი სეპარატისტების მტკიცებით, აფეთქებულ ავტომობილში მხოლოდ 1 ადამიანი იმყოფებოდა

ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლება ქალაქის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ავრცელებს.

პრორუსი სეპარატისტების მტკიცებით, აფეთქებულ ავტომობილში არა ორი ადამიანი, არამედ მხოლოდ პოლიციის უფროსი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა.

ადგილობრივმა პროკურატურამ მომხდარს "ტერაქტი" უწოდა და თავდასხმაში უკრაინელი დივერსანტები დაადანაშაულა.

პრორუს სეპარატისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკების ეპიცენტრად ამ დრომდე ქალაქი ავდეევკა რჩება, სადაც საბრძოლო მოქმედებების გამო, ჯერაც ვერ ხერხდება მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების დარიგება.

ამავე თემაზე
დღის ამბები