07 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
ბრიტანელები ტრამპის წინააღმდეგ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ

ბრიტანელები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ. ლონდონის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა და შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება გააპროტესტა.

მომიტინგეები ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბნენ და ცენტრის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

ანალოგიური აქციები ლონდონის გარდა, ბრიტანეთის სხვა დიდ ქალაქებშიც მიმდინარეობს.

20 თებერვალს კი, ბრიტანელი დეპუტატები დებატებს გამართავენ საკითხზე, დათანხმდნენ თუ არა ქვეყანაში დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტს.

დღის ამბები