07 ოქტომბერი 2024,   08:17
ვრცლად
დონალდ ტრამპი საიმიგრაციო აკრძალვის აღდგენის პირობას დებს

დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ საიმიგრაციო აკრძალვას აღადგენს. პრეზიდენტმა მოსამართლე ჯეიმს რობერტს, რომელმაც განკარგულების მოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაჩერა, ტვიტერის ბლოგზე "ე.წ. მოსამართლე" უწოდა, მისი გადაწყვეტილება კი სასაცილოდ შეაფასა.

სიეტლის ფედერალური მოსამართლის ვერდიქტის შემდეგ, შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აკრძალვა შეეხოთ, შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება კვლავ მიენიჭათ.

გავრცელებული ცნობით, ავიაკომპანიებმა უკვე დაიწყეს ტრამპის განკარგულებით დაზარალებული ადამიანების ამერიკის მიმართულებით გამგზავრება.

დღის ამბები