07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
ავდეევკის რაიონში სეპარატისტებმა შეთანხმეა 24 საათში 100-ჯერ დაარღვიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

ავდეევკის რაიონში ისევ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინელი სამხედროების ინფრომაციით, პრო რუსმა სეპარატისტებმა გასული 24 საათის განმავლობაში 100-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და სამხედროების პოზიციების შტურმი დაიწყეს. ანტი-ტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ ბრძოლების შედეგად დაიღუპა ერთი სამხედრო, 8 კი მძიმედ დაშავდა. მსხვერპლია სეპარატისტების მხრიდანც, თუმცა დაღუპულთა რიცხვი უცნობია.

დონბასში შექმნილი ვითარება პეტრო პოროშენკომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაქქტიურებაზე შეთანხმდნენ.

დღის ამბები