07 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
შეჩერებული შეზღუდვები მიგრანტების შეშვებაზე - ტრამპის ადმინისტრაციამ კლივლენდის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კლივლენდის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიგრანტების შეშვებაზე პრეზიდენტის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აჩერებს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ სარჩელი ერთ დღეში მოამზადა. მასში აღნიშნულია, რომ სასამართლოს დადგენილება ეჭვქვეშ აყენებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში იყო მიღებული და განკარგულებათა შესრულების სისტემას აზიანებს. აპელაციას სამი მოსამართლის კოლეგია განიხილავს.

მანამდე კი ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა პრეზიდენტის განკარგულების შესრულება შეაჩერეს და ქვეყანაში მიგრანტების შეშვება დაიწყეს. შეერთებული შტატებში ჩასვლა ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც ვიზები წესრიგში აქვს. დონალდ ტრამპი ამ ფაქტს ფლორიდიდან გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსამართლე ჯეიმს რობარტსმა საკუთარი გადაწყვეტილებით პოტენციურ ტერორისტებს გზა გაუხსნა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აპელაციას მოიგებს.

დღის ამბები