07 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
ალექსეი ნავალნი რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ალექსეი ნავალნი რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სანქტ-პეტერბურგში წინასაარჩევნო კამპანიის რეგიონალური შტაბი გახსნა.

40 წლის პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მის მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნის მიუხედავად პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. ალექსეი ნავალნის მიაჩნია, რომ რუსეთის ლიდერი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს მის არჩევნებში მონაწილეობას და ამ მიზნით კიროვის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასაც აიძულებს.

დღის ამბები