07 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
მუსლიმთა მხარდამჭერი აქციები ავსტრიაში - ათასობით ადამიანი მთავრობის გეგმას აპროტესტებს

ავსტრია მუსლიმთა მხარდამჭერმა აქციებმა მოიცვა. ათასობით ადამიანი მთავრობის გეგმას აპროტესტებს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მუსლიმ ქალებს სახის სრულად დაფარვას აუკრძალავს.

ნორმების დარღვევის შემთხვევაში კი მათ 50-დან 150-მდე ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. მსგავსი კანონი უკვე მოქმედებს საფრანგეთსა და ბელგიაში. ამ ქვეყნებმა ახალი რეგულაცია მასშტაბური ტერაქტების შემდეგ შემოიღეს. ტრადიციულ თავსაბურავზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივა ავსტრიის ულტრამემარჯვენეთა პარტიამ ევროკავშირის საემიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ შეიმუშავა.


დღის ამბები