07 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
რუმინეთში კორუფციაში ეჭვმიტანილ და ბრალდებულ პირებს ამნისტია არ შეეხებათ

რუმინეთის მთავრობამ სკანდალური განკარგულება გააუქმა, რომელიც კორუფციაში ეჭვმიტანილი და ბრალდებული პირების ამნისტიას ითვალისწინებდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ტელეეთერით მიმართა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების პოზიციიდან გამომდინარე მთავრობა საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება და დადგენილებას გააუქმებს.

პრემიერის მიმართვა მორიგი მასშტაბური მარშის დროს შედგა. ბუქარესტის ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა და პარლამენტის შენობის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრა. პრემიერის განცხადებას დემონსტრანტები ოვაციებით შეხვდნენ, თუმცა დაშლას არ აპირებენ. მომიტინგეები აცხადებენ, რომ აქციებს მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტენ, როდესაც სკანდალურ დადგენილების გაუქმებას ხელი მოეწერება. მთავრობის საგანგებო სხდომა დღესაა დანიშნული.

დღის ამბები