07 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
ჰოლივუდის რეჟისორთა გილდიის 69-ე ნომინაცია ბევერლი-ჰილზში გაიმართა

ჰოლივუდის რეჟისორთა გილდიამ წლის საუკეთესო ნამუშევრები და კინოხელოვანები დააჯილდოვა. რიგით 69-ე ცერემონია ტრადიციულად ბევერლი-ჰილზში გაიმართა.

საღამოს ტრიუმფატორი გახმაურებული მიუზიკლი ლა ლა ლენდი გახდა. ოქროს გლობუსის მფლობელი და ოსკარზე ნომინირებული ფილმის რეჟისორი - დემიენ შაზელი წლის საუკეთესო რეჟისორად დასახელდა. ის კინოში შეტანილი წვლილისთვისაც დააჯილდოვეს.

სარეჟისორო დებიუტის კატეგორიაში ჯილდო ავსტრალიელ რეჟისორს - გართ დევის - ფილმისთვის ლომი გადასცეს. ეზრა ედელმანი რეჟისორთა გილდიამ წლის საუკეთესო კინოდოკუმენტალისტთა აღიარა.

რეჟისორთა გილდიის არჩევანი ჰოლივუდში როგორც წესი ოსკარის ბარომეტრად მიიჩნევა და მისი რჩეულები ხშირად კინოაკადემიის გამარჯვებულები ხდებიან. ამერიკული კინო აკადემია საკუთარ ფავორიტებს 26 თებერვალს დაასახელებს.

დღის ამბები