07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა - აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ მსოფლიოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები არ წყდება

მიგრანტების შესახებ, დონალდ ტრამპის განკარგულების შეჩერების მიუხედავად, მსოფლიოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები არ წყდება. მასშტაბური დემონსტრაციები ვაშინგტონში, ნიუ-იორკში და ამერიკის 20-მდე ქალაქში გაიმართა.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მუსლიმთა დისკრიმინაციაში და დემოკრატიული ღირებულებების დარღვევაში ადანაშაულებენ. ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკის მოწინააღმდეგეებმა აქციები ევროპისა და აზიის ქვეყნებშიც გამართეს. ხალხმრავალი აქცია პარიზში გაიმართა. მუსლიმთა უფლებების მხარდამჭერები ეიფელის კოშკთან შეიკრიბნენ. აქციას საფრანგეთში მყოფი ამერიკელებიც შეუერთდნენ. ბერლინში კი ტრამპის მოწინააღმდეგეები ბრანდერბურგის კარიბჭესთან შეიკრიბნენ და მსვლელობა შეერთებული შტატების საელჩოსთან გამართეს. მასშტაბური აქცია გაიმართა ლონდონსა და ჰონგ-კონგშიც.

დღის ამბები