07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
ავღანეთსა და პაკისტანში უამინდობას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უამინდობას ავღანეთსა და პაკისტანში. დიდთოვლობას ზვავები მოჰყვა. თოვლის ქვეშ რამდენიმე სოფელია მოქცეული.

ხალხის გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ზვავის და ძლიერი ყინვების გამო დაიღუპა ათეულობით ადამიანი. პოლიციამ და სამხედრო მოსამსახურეებმა 250-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

დღის ამბები