07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
დონალდ ტრამპი მაისში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება

დონალდ ტრამპი მაისში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება. ამის შესახებ ცნობილი გახდა სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის შედგა.

შეერთებული შტატების ლიდერმა განაცხადა, რომ თავის რუს კოლეგას პატივს სცემს და ISIS-ის დამარცხებას ვაშინგტონისა და მოსკოვის საერთო ამოცანად მიიჩნევს. პრეზიდენტი შეეცადა ვლადიმერ პუტინის დაცვას, როდესაც მას ჟურნალისტმა მკვლელი უწოდა.

ვიცეპრეზიდენტმა კი ინტერვიუში დონალდ ტრამპის საემიგრაციო აკრძალვის შესახებ გაცემული განკარგულება დაიცვა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება სრულად ემყარება კანონსაც და კონსტიტუციასაც. თავად დონალდ ტრამპმა Twitter-ის სოციალურ ქსელშიც გააკრიტიკა ფედერალური მოსამართლე, რომელმაც საემიგრაციო აკრძალვა შეაჩერა.

პრეზიდენტის იმიგრაციის პოლიტიკის მომხრეებმა აქცია გამართეს ნიუ იორკში. რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა ტრამპ ტაუერთან.

მიუხედავად იმისა, რომ საემიგრაციო აკრძალვა შეჩერებულია, პრეზიდენტმა უსაფრთხოების სამსახურს საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება დაავალა. ქვეყანაში შესული ყველა უცხოელი სპეციალურ შემოწმებას გადის.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, გივი კაჭარავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები