07 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
უკრაინის ქალაქ ავდეევკაში ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდება აღდგა

უკრაინის ქალაქ ავდეევკაში ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდება აღდგა. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, გრძელდება სამუშაოები წყლით მომარაგების 24 საათიან რეჟიმში აღსადგენადაც. მოსახლეობას ჩაუტანეს ჰუმანიტარული დახმარებაც.

სარემონტო სამუშაოებს ავდეევკაში ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები აფერხებდა.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ პრორუსმა სეპარატისტებმა სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 94-ჯერ გახსნეს, რის შედეგადაც 5 უკრაინელი სამხედრო დაშავდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები