07 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
ავღანეთში დიდთოვლობის გამო 117 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში დიდთოვლობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა.

უამინდობის გამო ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, პაკისტანის საზღვართან ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც თოვლის საფარის ქვეშ რამდენიმე სოფელი აღმოჩნდა. სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც სამხედროებიც არიან ჩართული, თუმცა ოპერაციას ცუდი ამინდი აფერხებს.

დიდთოვლობამ ავღანეთში ავიამიმოსვლაც შეაფერხა. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ამ დრომდე დაკეტილია.

დღის ამბები