07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
„ბევრ ადამიანს ვცემ პატივს, მარგამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაპირებ კარგი ურთიერთობა მქონდეს," - დონალდ ტრამპი

კრემლში Fox News-ის ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. Fox News-ის კორესპონდენტმა დონალდ ტრამპთან ინტერვიუს დროს ვლადიმერ პუტინს "მკვლელი" უწოდა. ამ შეფასებას რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა "შეურაცხმყოფელი და მიუღებელი" უწოდა. თავად დონალდ ტრამპი რუსი კოლეგის დაცვას შეეცადა და აღნიშნა, რომ მკვლელები შეერთებულ შტატებშიც არიან. მან ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობის სურვილი კვლავ გამოთქვა, თუმცა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის რეალურად ეს რამდენად შესაძლებელი იქნება.

„ბევრ ადამიანს ვცემ პატივს, მარგამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაპირებ კარგი ურთიერთობა მქონდეს. პუტინი თავისი ქვეყნის ლიდერია და უკეთესი იქნება კარგად ვიყოთ რუსეთთან. კარგი იქნება ისიც, თუ დაგვეხმარება ISIS -თან ბრძოლაში. რაც შეეხება, თქვენს ნათქვამს, რომ ის მკვლელია, მკვლელები ჩვენც ბევრი გვყავს. თქვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა უდანაშაულო?“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები