07 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მსვლელობაზე - რუმინეთის მოსახლეობა კორუფციაში ბრალდებული მაღალჩინოსნების შესაძლო ამნისტიას ეწინააღმდეგება

ხელისუფლების კომპრომისის მიუხედავად, რუმინეთში საპროტესტო აქციები არ წყდება. ბუქარესტის მთავარ მოედანზე 220 ათასი მომიტინგე მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა. აქციების ტალღა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ კორუფციული დანაშაულის დეკრიმინალიზაციის შესახებ განკარგულება გამოსცა. ერთკვირიანი საპროტესტო აქციების გამო, მთავრობამ უკან დაიხია და დოკუმენტი საგანგებო სხდომაზე გაიწვია, თუმცა აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ეს მათთვის საკმარისი არ არის. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე. 

დღის ამბები