07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
ამერიკულმა კინო აკადემიამ ოსკარზე ნომინირებული კინოხელოვანები ტრადიციულ სადილზე შეკრიბა

ამერიკულმა კინო აკადემიამ Oscar-ზე ნომინირებული კინოხელოვანები ტრადიციულ სადილზე შეკრიბა. წვეულება ბევერლი ჰილსში გაიმართა და მას 165 სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე წარდგენილი La La Land​-ის მსახიობები - ემა სტოუნი და რაიან გოსლინგი და მათი მთავარი კონკურენტები ისაბელ ჰუპერტი, ნატალი პორტმანი, დენზელ ვაშინგტონი და კეისი აფლეკი.

სადილის შემდეგ ოსკარზე ნომინირებულმა ვარსკვლავებმა საერთო ფოტო გადაიღეს. მათ შორის საუკეთესოებს ამერიკის კინო აკადემია 26 თებერვალს გამოავლენს. Oscar-ის დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად ლოს ანჯელესის Nokia-ს კინოთეატრში გაიმართება.

დღის ამბები