07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
ვიმედოვნებ, აშშ-ის მხრიდან მეტი ზეწოლა განხორციელდება რუსებზე, რათა საქართველომ დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორია - კონგრესმენი ჰანტერი

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ამ დროისთვის საგარეო პრიორიტეტები მკაფიოდ არ გამოუხატავს, თუმცა საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორთა სიაში რჩება. ტრამპის ადმინისტრაციის ჯერ კიდევ ბუნდოვანი საგარეო პოლიტიკის ფონზე კონგრესშიც და სენატშიც აქცენტს იმ მეგობრულ ურთიერთობაზე აკეთებენ, რომელიც ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება. ამას სენატის როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი წევრები ამბობენ.

„იმედი მაქვს, საქართველოს საკითხი ყურადღების ცენტრში იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. გაცნობიერებული გვაქვს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა, ის საკითხები, რომლებთან გამკლავებაც უხდება საქრთველოს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების გამო. ასევე, ძალიან დიდ ცვლილებები განხორციელდა საქართველოში დემოკრატიის და ქვეყნის შიგნით დიდი პროექტების მიმართულებით. ვერ ვისაუბრებ ტრამპის ადმინისტრაციის სახელით. მათ ახლახანს დაიწყეს მუშაობა. რთულია ჯერ იმის თქმა, კონკრეტულად რა მიმართულებით გაამახვილებს ახალი ადმინისტრაცია ყურადღებას. მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ სენატში საქართველოს განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან მოკავშირესა და მეგობარს,“ - განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბობ კორკერმა.

კონგრესმენი დანქან ჰანტერი ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან საუბარი ექნებათ და ამერიკის მთავრობა საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად რუსეთზე მეტ ზეწოლას მოახდენს.

„კონგრესი დაელაპარაკება პრეზიდენტს, რომელსაც შემდეგ საუბარი ექნება რუსეთის პრეზიდენტთან. ვიმედოვნებ, შეერთებული შტატების მხრიდან მეტი ზეწოლა განხორციელდება რუსებზე, რათა საქართველომ დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორია,“ - განაცხადა დანქან ჰანტერმა.

 

 

ავტორი: დავით ნიკურაძე

დღის ამბები