07 ოქტომბერი 2024,   08:17
ვრცლად
ნატომ ლიტვაში სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა განალაგა

ნატო-მ ლიტვაში სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა განალაგა. მრავალეროვნული ბატალიონი პირველია, რომელიც ნატო-ს ეგიდით, რუსეთის საზღვრიდან 100 კილომეტრის დაშორებით, რუკლას ბაზაზე 6 თვე დარჩება.

ლიტვის გარდა ნატო-მ კონტიგენტი ლატვიასა და პოლონეთშიც განათავსა, ეს გადაწყვეტილება კი უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო მიიღო.

ბატალიონის ჩასვლასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონია გაიმართა რომელსაც პირადად ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრნენ.

ლიტვაში მყოფ ნატო-ს ქვედანაყოფებს სწორედ გერმანია ხელმძღვანელობს. 1000 კაციანი ბატალიონიდან 450 გერმანელია.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე. 

დღის ამბები