07 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
პარიზში პოლიციის მხრიდან ძალადობა გააპროტესტეს - აქცია არეულობაში გადაიზარდა

პარიზის გარეუბანი არეულობამ მოიცვა. ფერადკანიანი მოსახლეობა აქციაზე შეიკრიბა და პოლიციის მხრიდან ძალადობა გააპროტესტა. ისინი შინაგან საქმეთა უწყებას იმ ოფიცრების გასამართლებას სთხოვენ, რომელებმაც დაკავებისას 22 წლის ახალგაზრდა სასტიკად სცემეს. კიდევ ერთი პოლიციელს კი ადგილობრივის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.

აქცია გვიან ღამით არეულობაში გადაიზარდა. ადგილობრივებმა ქუჩებში გაჩერებულ ავტომობილებს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. დამწვარია პოლიციის რამდენიმე მანქანაც. პოლიციელების ქმედებების გამო ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში დაიბარეს.

უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში იმყოფება. მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი ძალოვანები უმკაცრესად დაისჯებიან.

დღის ამბები