07 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
რესპუბლიკელმა სენატორებმა ოპონენტს სიტყვა შეაწყვეტინეს

რესპუბლიკელმა სენატორებმა ოპონენტს სიტყვა შეაწყვეტინეს. ინცინდენტი კონგრესის ზედა პალატაში მოხდა, სადაც დონალდ ტრამპის მიერ ქვეყნის გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენილი ჯეფ სეშენსის კანდიდატურა განიხილებოდა.

ტრიბუნა დემოკრატმა სენატორმა, ელისაბედ უორენმა დაიკავა და კანდიდატის კრიტიკა დაიწყო. მან ტრიბუნიდან 30 წლის წინანდელი წერილი წაიკითხა, სადაც მარტინ ლუთერ კინგის ქვრივი წერდა, რომ ჯეფ სეშენსის სამართლებრივ სისტემაში მუშაობა დაუშვებელია, რადგან მან ფერადკანიან მაღალჩინოსანს შეურაცხყოფა მიაყენა.

უმრავლესობის ლიდერმა დემოკრატ სენატორს სიტყვა შეაწყვეტინა, წესების დარღვევაში დაადანაშაულა და სპიკერს მისი გამოსვლის შეჩერება მოსთხოვა. ინიციატივა კენჭისყრაზე გაიტანეს, რასაც რესპუბლიკელების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

დღის ამბები